ვინისიუს ჟუნიორი „არსენალში“…
🚨 ვინისიუს ჟუნიორი „არსენალში“ გადასვლაზე სერიოზულად ფიქრობდა! „მეთოფეებმა“ გასულ ზაფხულს ბრაზილიელის ტრანსფერზე აქტიური იერიში მიიტანეს.
ფეხბურთელის წარმომადგენლების თქმით, ლონდონელებმა ვინისიუსის დასარწმუნებლად ყველაფერი გააკეთეს და საუკეთესო პირობები შესთავაზეს, თუმცა მან საბოლოოდ მადრიდის „რეალში“ დარჩენა გადაწყვიტა.
„არსენალში“ 26 წლის შემტევის მიმართ ინტერესს კვლავ ინარჩუნებენ. მისი მოქმედი კონტრაქტი „სამეფო კლუბთან“ სეზონის ბოლოს იწურება.
(წყარო: Daily Mail Sport)