მადრიდის „რეალმა“, მიუნხენის…
🚨 მადრიდის „რეალმა“, მიუნხენის „ბაიერნმა“ და „პარი სენ-ჟერმენმა“ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის, ენცო ფერნანდესის მიმართ ინტერესი განაახლეს.
„სამეფო კლუბში“ 25 წლის ფეხბურთელს პრიორიტეტულ სამიზნედ მიიჩნევენ. ჟოზე მოურინიომ მისი ტრანსფერი ჯერ კიდევ გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე მოითხოვა.
ევროპული გრანდები „სიტის“ ფინანსურ საქმეს ყურადღებით აკვირდებიან. პრემიერ ლიგიდან შესაძლო დაქვეითებამ, შესაძლოა, 2027 წლის ზაფხულში დაგეგმილ ტრანსფერს გზა გაუხსნას.
(წყარო: Fichajes)