ბრუნო ფერნანდეშის ჩეშირის…



🚨 ბრუნო ფერნანდეშის ჩეშირის სახლი გაქურდეს. სანამ ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში იტალიაში „კომოს“ წინააღმდეგ თამაშობდა, მის 4 მლნ ფუნტად შეფასებულ საცხოვრებელში სამი ნიღბიანი პირი შეიჭრა.

შემთხვევა დაახლოებით 20:30 საათზე მოხდა. წაღებულია დიზაინერული სამკაულები და სხვა ფასეული ნივთები. განგაში მეზობელმა მას შემდეგ ატეხა, რაც ბაღში, რომელიც ტყის მასივს ესაზღვრება, სამი უცხო მამაკაცი შენიშნა.

„ბრუნო და ანა მომხდარით შოკირებულები არიან. როდესაც კლუბის ღირსებას იცავ, შენს სახლში კი ამ დროს ასე იჭრებიან — ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ნამდვილი კოშმარია“, — აცხადებს ინსაიდერი.

(წყარო: Sun Sport)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!