ბაიერნი მომავალი ზაფხულისთვის…



🚨 ბაიერნი მომავალი ზაფხულისთვის ბარსელონას მცველის, ჟერარ მარტინის შესაძენად 40 მლნ ევროს ოდენობის წინადადებას ამზადებს.

24 წლის ფეხბურთელს ლივერპული, ჩელსი და ტოტენჰემ ჰოტსპურიც აკვირდებიან, ინტერ მილანმა კი მისი მდგომარეობით უკვე დაინტერესდა.

ბარსელონას ხელმძღვანელობას მარტინის შენარჩუნება სურს და შესაძლოა მას ახალი კონტრაქტიც შესთავაზონ. ამჟამად ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 100 მლნ ევროს შეადგენს.

(წყარო: Fichajes)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!