მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი…
🚨 მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი და ნიუკასლ იუნაიტედი „რომას“ ფლანგის მცველით, უესლით სერიოზულად ინტერესდებიან.
23 წლის ფეხბურთელს „ლივერპული“ და „ტოტენჰემიც“ აკვირდებოდნენ, მადრიდის „ატლეტიკო“ კი მის ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობს.
რომაში უესლის 50-60 მლნ ევროდ აფასებენ. კლუბს მისი გასხვისების აუცილებლობა არ უდგას, რადგან ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს.
(წყარო: TEAMtalk)