ლისანდრო მარტინესი მომავალ…



🚨 ლისანდრო მარტინესი მომავალ ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს — კლუბი დაცვის ხაზის სრულ განახლებას გეგმავს.

„იუნაიტედში“ ახალ კონტრაქტზე მუშაობას არ აპირებენ. სავარაუდოდ, კლუბი ხელშეკრულებაში არსებულ 12-თვიანი გახანგრძლივების პუნქტს გაააქტიურებს, რის შემდეგაც ფეხბურთელის გასხვისებას ეცდება.

ამავდროულად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ კვლავ აქტიურად აკვირდება „ევერტონის“ მცველს, ჯარად ბრანთუეიტს და მომავალ ზაფხულს მის ტრანსფერზე მორიგ შეტევას განახორციელებს.

(წყარო: Daily Mail Sport)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!