არსენალში მადრიდის რეალში…
🚨 არსენალში მადრიდის რეალში ვინისიუს ჟუნიორის ირგვლივ არსებული სიტუაციის შესასწავლად წარმომადგენლების გაგზავნას გეგმავენ.
მიკელ არტეტას სურს გაარკვიოს, განიხილავს თუ არა ბრაზილიელი ვარსკვლავი „მეთოფეების“ რიგებში შესაძლო გადასვლას.
შესაბამისი შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში, ლონდონელები ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებენ, თუმცა მადრიდის რეალის ხელმძღვანელობას ვინისიუსის გასხვისების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
(წყარო: ElNacional.cat)