ბაიერ ლევერკუზენი იუვენტუსის…
🚨 ბაიერ ლევერკუზენი იუვენტუსის მცველის, გლეისონ ბრემერის ტრანსფერზე მუშაობს და შესაძლოა, იანვარში ოფიციალური წინადადებითაც მიმართოს.
ბრემერს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და არ არის გამორიცხული, იუვენტუსი სეზონის მიმდინარეობისას დატოვოს.
ლევერკუზენში მზად არიან ბრაზილიელის ხელფასი დაფარონ. ტრანსფერი რეალური გახდება, თუ გერმანული კლუბი სოლიდურ წინადადებას წარადგენს.
(წყარო: La Gazzetta dello Sport)