არსენალში“ „მონცას“…



🚨 „არსენალში“ „მონცას“ თავდამსხმელ გუსტავო ვარელას აკვირდებიან. 21 წლის ფეხბურთელმა სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო.

ახალგაზრდა ვარსკვლავმა სერია ა-ს 6 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა. მის მიმართ ინტერესს „ნაპოლიც“ იჩენს.

ვარელას კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს. მზარდი ინტერესის ფონზე, მოსალოდნელია, რომ „მონცა“ ფეხბურთელზე სოლიდურ ფასს დაადებს.

(წყარო: La Gazzetta dello Sport)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!