მილანში, ინტერსა და იუვენტუსში…
🚨 მილანში, ინტერსა და იუვენტუსში მანჩესტერ იუნაიტედის დიოგუ დალოტის ტრანსფერით დაინტერესდნენ და ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს.
ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია, თუმცა სერია ა-ს სამივე გრანდს 27 წლის ფეხბურთელი მოსწონს და მოლაპარაკებები, შესაძლოა, მოგვიანებით გააქტიურდეს.
დალოტს „იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. თუ ის ხელშეკრულებას მალე არ გაახანგრძლივებს, მისი მომავლის საკითხი კლუბისთვის სერიოზულ თავსატეხად იქცევა.
(წყარო: La Gazzetta dello Sport)