ასტონ ვილას“ ხელმძღვანელობა…
🚨 „ასტონ ვილას“ ხელმძღვანელობა ალეხანდრო გარნაჩოს სრულფასოვანი ტრანსფერისგან თავის არიდებას აპირებს, თუ ფეხბურთელის სათამაშო ფორმა არ გაუმჯობესდება.
„ჩელსიდან“ იჯარით აყვანილი გარნაჩოს კონტრაქტში გამოსყიდვის ვალდებულება ჩატარებული მატჩების რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუმცა, ბირმინგემელები ამ პუნქტის გააქტიურებას სათამაშო დროის შეზღუდვით შეეცდებიან.
მიმდინარე სეზონში გარნაჩომ მოედანზე მხოლოდ 31 წუთი გაატარა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა უნაი ემერიზე შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს, რათა კლუბის პოზიცია შეიცვალოს.
(წყარო: Football Insider)