ბრაიტონმა“ იანვარში დიეგო…
🚨 „ბრაიტონმა“ იანვარში დიეგო გომესის გასხვისებაზე უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელით მადრიდის „ატლეტიკო“ და „მილანი“ ინტერესდებიან.
23 წლის მოთამაშემ ორივე გრანდის ყურადღება მიიპყრო — სკაუტები მის ბოლო გამოსვლებს აქტიურად აკვირდებიან.
აგვისტოში გომესმა „ბრაიტონთან“ ახალი, 2031 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა, რაც კლუბს მის მომავალთან დაკავშირებით პოზიციებს კიდევ უფრო უმყარებს.
(წყარო: TEAMtalk)