ტოტენჰემ ჰოტსპურში ანტონიო…
🚨 ტოტენჰემ ჰოტსპურში ანტონიო რუდიგერის უფასოდ დამატების საკითხს განიხილავენ, თუ ის მომავალ ზაფხულს რეალ მადრიდს დატოვებს.
33 წლის მცველის კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი და კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოფციას მოიცავს. გერმანელით საუდის არაბეთის კლუბებიც ინტერესდებიან.
რუდიგერი ამჟამად სრულად რეალ მადრიდზეა კონცენტრირებული. მისი მომავლის საკითხი უფრო ნათელი გაზაფხულზე დაგეგმილი მოლაპარაკებების შემდეგ გახდება.
(წყარო: Football Insider)