ჩელსი ბარსელონას…



🚨 ჩელსი ბარსელონას ნახევარმცველის, ფერმინ ლოპესის ტრანსფერზე ფიქრობს და მზადაა მასში 100 მლნ ევროზე მეტი გადაიხადოს. ლონდონელებმა ფეხბურთელის ხელში ჩაგდება ადრეც სცადეს.

ჩაბი ალონსოს 23 წლის ფეხბურთელის ხილვა სურს და ის ჩელსის გასაძლიერებლად ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ჰყავს მონიშნული.

ბარსელონას ხელმძღვანელობას ფერმინის შენარჩუნება სურს. თავად ნახევარმცველი კლუბში თავს კომფორტულად გრძნობს, ამიტომ ნებისმიერ ტრანსფერზე მისი თანხმობა იქნება საჭირო.

(წყარო: ElNacional.cat)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!