გაიცანით „გენკის“…



🚨 გაიცანით „გენკის“ გულშემატკივარი სტეფ იაკობსი, რომელსაც ტიბო კურტუასთან დაკავშირებული წარმოუდგენელი ისტორია გადახდა. 🇧🇪❤️

👕 16 წლის წინ, იაკობსმა ბელგიაში გამართულ აუქციონზე კურტუას მიერ მატჩში ნათამაშები მეკარის მაისური შეიძინა, რომელიც „გენკში“ ბელგიელის ერთ-ერთ პირველ სეზონს მიეკუთვნებოდა.

გავიდა წლები და 2026 წელს, როდესაც დამატებითი თანხა დასჭირდა, იაკობსმა მაისურის ინტერნეტით გაყიდვა გადაწყვიტა.

მყიდველი? თავად ტიბო კურტუა! 😳

თავიდან იაკობსს ეს ხუმრობა ეგონა, თუმცა მალევე დარწმუნდა, რომ ყველაფერი რეალური იყო — კურტუამ იგი ესპანეთში, „რეალ მადრიდის“ თამაშზე დაპატიჟა, რათა „გენკის“ ძველი მაისური „რეალის“ ახალ, ავტოგრაფიან მაისურში გადაეცვალა.

🗣️ იაკობსი: „მას ძალიან სურდა თავისი ძველი მაისურის კოლექციაში დაბრუნება. სანაცვლოდ, კურტუას ახლანდელი კლუბის მაისური მივიღე. კვირა დილით თამაშზე თვითმფრინავით გავფრინდი, ორშაბათს საღამოს კი უკვე სახლში ვიყავი ახალი მაისურით. მანამდეც შემატყობინეს, რომ ძალიან გახარებული იყო, თუმცა ნამდვილად არ ველოდი, თუ ამ ამბავს სოციალურ ქსელშიც გააზიარებდა.“

კურტუას მხრიდან ეს მართლაც უშესანიშნავესი ჟესტია! 👏❤️
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!