გერმანიის ნაკრები — ევრო…
🇩🇪 🏆 გერმანიის ნაკრები — ევრო 1996-ის ჩემპიონი!
ბერტი ფოგთსის გუნდმა ტურნირი იდეალურად დაიწყო და ჯგუფური ეტაპის პირველი ორი მატჩი დამაჯერებლად მოიგო: ჩეხეთთან 2:0, ხოლო რუსეთთან — 3:0.
ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში არიგო საკის იტალიასთან უგოლო ფრე C ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საკმარისი აღმოჩნდა.
მეოთხედფინალში მათიას ზამერის ბრწყინვალე თამაშმა გერმანიას ხორვატიის წინააღმდეგ ურთულესი ბარიერი გადაალახვინა.
ნახევარფინალში ტრავმებით დათრგუნულ გერმანელებს ინგლისთან უმძიმესი ბრძოლა გადახდათ. ალან შირერის გოლს შტეფან კუნცმა უპასუხა. მოგების შანსი ორისავე ნაკრებს ჰქონდა, თუმცა, 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის მსგავსად, მატჩის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.
ფინალში გერმანია კვლავ ჩეხეთს დაუპირისპირდა. პატრიკ ბერგერის პენალტით ჩეხები დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ბერტი ფოგთსმა მოედანზე სათადარიგო ფორვარდი, ოლივერ ბირჰოფი შეიყვანა. „უდინეზეს“ თავდამსხმელმა ჯერ თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი ფეხბურთის ისტორიაში პირველი „ოქროს გოლი“ გაიტანა და გერმანიას ჩემპიონობა მოუტანა.
გერმანელთა საჩემპიონო გზა ტრავმებითა და დისკვალიფიკაციებით იმდენად დამძიმდა, რომ უეფამ მათ ტურნირის მსვლელობისას განაცხადში დამატებითი ფეხბურთელის (იენს ტოდტი) შეყვანის საგამონაკლისო უფლებაც კი დართო.
რომელი იყო თქვენთვის ევრო 1996-ის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი?