რიკო ლუისი შესაძლოა მანჩესტერ…
🚨 რიკო ლუისი შესაძლოა მანჩესტერ სიტიდან წავიდეს! ახალგაზრდა ფეხბურთელს რეგულარული სათამაშო პრაქტიკა სურს და გუნდის დატოვებაზე მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე იფიქრებს.
პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი 21 წლის მოთამაშეს ყურადღებით აკვირდება. გასულ ზაფხულს „ნოტინგემ ფორესტში“ მისით სერიოზულად იყვნენ დაინტერესებულები.
მიმდინარე სეზონში ლუისმა პრემიერ ლიგაში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მატჩი დაიწყო. მისი მოქმედი კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ 2030 წლამდეა გათვლილი.
(წყარო: Football Insider)