ლივერპულში ვალენსიას…
🚨 ლივერპულში ვალენსიას გარემარბის, დავიდ ოტორბის 30 მლნ ევროს ოდენობის გამოსასყიდი პუნქტის გააქტიურებაზე ფიქრობენ.
„მერსისაიდელებმა“ ფეხბურთელთან კონტაქტები გაახშირეს, რამაც ვალენსიას ხელმძღვანელობა აიძულა მოქმედებაზე გადასულიყო და მოთამაშისთვის კონტრაქტი 3 წლით გაეხანგრძლივებინა.
ოტორბის ახალი ხელშეკრულება 2031 წლამდე იქნება ძალაში, მისი გამოსასყიდი თანხა კი 60 მლნ ევრომდე გაიზრდება.
(წყარო: Tribuna VCF)