გლეიზერები მანჩესტერ…



🚨 გლეიზერები მანჩესტერ იუნაიტედის აქციების გასაყიდად და სოლიდური მოგების მისაღებად ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან.

ევროპის სუპერლიგის ჩავარდნამ ერთ-ერთი პოტენციური შესაძლებლობა გამორიცხა, თუმცა არსებობს ორი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა გაყიდვის პროცესი დააჩქაროს:

🔸 ახალი სტადიონი, რომელიც კლუბის ღირებულებას მნიშვნელოვნად გაზრდის.

🔸 მანჩესტერ სიტის პრემიერ ლიგიდან შესაძლო გაძევება, რაც ტიტულებისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტს ჩამოაცილებთ.

(წყარო: Mark Ogden)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!