ლივერპულმა ცენტრალური…



🚨 ლივერპულმა ცენტრალური მცველების სია შეადგინა, რომელშიც ნიკო შლოტერბეკი, მურილო, ალესანდრო ბასტონი და ჟიულ კუნდე მოხვდნენ.

შლოტერბეკი კლუბის მთავარ სამიზნედ რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მან ბორუსია დორტმუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ლივერპულში დანარჩენი სამი მცველის თამაშითაც მოხიბლულები არიან.

მოსალოდნელია, რომ მომდევნო ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში „წითლები“ ახალ ცენტრალურ მცველს დაიმატებენ.

(წყარო: Football Insider)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!