მანჩესტერ იუნაიტედი ლუის ჰოლის…



🚨 მანჩესტერ იუნაიტედი ლუის ჰოლის მიმართ ინტერესს კვლავ ინარჩუნებს და შესაძლოა, მომავალ ზაფხულს ნიუკასლ იუნაიტედის მარცხენა მცველის ტრანსფერზე ახალი შეთავაზება მოამზადოს.

ნიუკასლში იანვარში ფეხბურთელის გასხვისებას გამორიცხავენ და 22 წლის მოთამაშის სანაცვლოდ მინიმუმ 70 მლნ ფუნტს მოითხოვენ.

ჰოლს კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს და ამჟამად ნიუკასლში თავს ბედნიერად გრძნობს, თუმცა მომავალში იუნაიტედში გადასვლის პერსპექტივას არ გამორიცხავს.

(წყარო: Football Insider)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!