კილიან მბაპეს გარშემო ჩინეთში…
🚨 კილიან მბაპეს გარშემო ჩინეთში ატეხილი სკანდალი საფონდო ბირჟაზეც აისახა.
შვეიცარიულმა სპორტულმა ბრენდმა „ონ“-მა, რომელმაც ფრანგი ვარსკვლავი ცოტა ხნის წინ ბრენდის სახედ გააფორმა, სამშაბათს, წინასაბირჟო ვაჭრობისას აქციების 3.5%-იანი ვარდნა დააფიქსირა.
ინვესტორებს აშფოთებთ ჩინეთში ბრენდის რეპუტაციის შესაძლო შელახვა, რადგან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე „ონ“-ის გლობალური გაყიდვების 20%-ზე მეტი მოდის.
ამჟამად „ონ“-ი ჩინეთში 80-ზე მეტ მაღაზიას ფლობს და წლის ბოლომდე მათ რაოდენობის 100-მდე გაზრდას გეგმავს. 🇨🇳📉
(წყარო: BFM)