არსენ ვენგერის მიერ…
🚨 არსენ ვენგერის მიერ შეთავაზებული თამაშგარე მდგომარეობის ახალი წესი (daylight offside), სავარაუდოდ, არ დამტკიცდება — იფაბ-ის (IFAB) შეფასების კომისიამ პროექტს მხარი არ დაუჭირა.
წესი კანადის პრემიერ ლიგის 112 მატჩში გამოცადეს, რამაც საკმაოდ საინტერესო შედეგები აჩვენა:
🔸 თამაშგარეს რაოდენობა 54%-ით შემცირდა.
🔸 გაიტანეს 13 დამატებითი გოლი.
🔸 მცველები საშუალოდ 3 მეტრით უფრო ღრმად თამაშობდნენ, რათა პოზიციურად არ შეცდენილიყვნენ.
მიუხედავად ამ შედეგებისა, წესის მიღების პერსპექტივა თითქმის აღარ არსებობს. 🚩
(წყარო: BBC Sport)