ლამინ იამალის მამა, მუნირ…



🚨 ლამინ იამალის მამა, მუნირ ნასრაუი, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ლონდონში გამგზავრებამდე, ბარსელონას აეროპორტში ინციდენტში გახვია. 😳🇪🇸

როგორც ცნობილია, დაპირისპირება აკრძალულ ზონაში დატოვებული ქურთუკის გამო დაიწყო, რასაც აეროპორტის პერსონალთან კონფლიქტი მოჰყვა.

ნასრაუის ბრალად ედება თანამშრომლისთვის შეფურთხება და იმ მგზავრისთვის სკამის სროლის მცდელობა, რომელიც ვითარების განმუხტვას ცდილობდა.

სიტუაციის დასარეგულირებლად ადგილზე პოლიცია ჩაერია.

ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მოწმეთა ჩვენებებს ემყარება და ოფიციალური პირების მიერ ჯერ დადასტურებული არ არის.

(წყარო: Crónica Global)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!