ჩელსიში“ „ბრაიტონის“…



🚨 „ჩელსიში“ „ბრაიტონის“ ნახევარმცველ იასინ აიარის სიტუაციას აკვირდებიან, რადგან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეფერხდა.

23 წლის ფეხბურთელით „გალათასარაი“, „ფენერბახჩე“ და „მილიანიც“ ინტერესდებიან. გარდა ამისა, შვედ ტალანტს პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბიც ადევნებს თვალს.

„ბრაიტონს“ ნახევარმცველის შენარჩუნება სურს, რომელიც დაახლოებით 42 მლნ ფუნტად ფასდება. კლუბი ფეხბურთელთან ხელშეკრულების 2028 წლამდე გახანგრძლივების ოპციას ფლობს.

(წყარო: TEAMtalk)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!