ბრიუგემ“ ნიკოლო ტრესოლდი…
🚨 „ბრიუგემ“ ნიკოლო ტრესოლდი იანვარში ხელშეუხებლად გამოაცხადა! „არსენალის“ მხრიდან დიდი ინტერესის მიუხედავად, ბელგიური კლუბი 22 წლის ფეხბურთელის გასხვისებას არ აპირებს.
ახალგაზრდა ტალანტით „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“, „ლივერპული“ და რამდენიმე სხვა ევროპული კლუბიც ინტერესდება.
„ბრიუგე“ ამ ზამთარს სოლიდურ წინადადებებსაც კი დაბლოკავს, თუმცა ტრესოლდის გასხვისებას, შესაძლოა, მომავალ ზაფხულს დათანხმდეს.
(წყარო: Het Nieuwsblad)