ჩელსი, მანჩესტერ სიტი, რეალ…
🚨 ჩელსი, მანჩესტერ სიტი, რეალ მადრიდი და იუვენტუსი „აიაქსის“ ახალგაზრდა ტალანტით, აბდელა უაზანით ინტერესდებიან.
ამსტერდამელებს 17 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის 2028 წლის შემდეგაც გახანგრძლივება სურთ, თუმცა მისი წარმომადგენლები ხელფასის სახით 4-5 მლნ ევროს ითხოვენ.
სპორტული დირექტორი ჟორდი კრუიფი ასეთ მოთხოვნებზე ყოყმანობს, რაც ფეხბურთელის შესაძლო წასვლის საკითხს დღის წესრიგში ტოვებს.
(წყარო: 4-4-2)