ნიკო უილიამსი პარიზში? პსჟ იანვარში ბილბაოს ატლეტიკის ვარსკვლავისთვის ემზადება


ფოტო: facebook.com

სატრანსფერო ციებ-ცხელება პიკს აღწევს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად პარიზული გრანდი დიდ სვლას გეგმავს!

გავრცელებული ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენი „ბილბაოს ატლეტიკის“ ტოპ-კლასის გარემარბის, ნიკო უილიამსის შეძენას აქტიურად განიხილავს. პარიზელები უკვე იანვარში აპირებენ ესპანელი შემტევის გადაბირებაზე მუშაობის დაწყებას.

ფრანგულ კლუბში შეტევის ფლანგის გაძლიერება პრიორიტეტულ ამოცანად რჩება, ნიკო უილიამსის სისწრაფე და დრიბლინგი კი იდეალურად ჯდება პარიზელთა გეგმებში.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები — შეძლებს თუ არა პსჟ იანვარში ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის საფრანგეთის დედაქალაქში გადაბარგებას, თუ „ატლეტიკი“ თავისი ლიდერის შენარჩუნებას ბოლომდე შეეცდება.

წყარო: facebook.com
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!