ჩელსი“ და „პარი სენ-ჟერმენი“…
🚨 „ჩელსი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ „ბარსელონას“ ნახევარმცველის, ფერმინ ლოპესის ტრანსფერზე მსხვილი წინადადებების მომზადებას განიხილავენ.
„პსჟ“ დაახლოებით 80 მლნ ევროს ოდენობის ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს, ხოლო „ჩელსიც“ თავის მხრივ სოლიდური წინადადების წარდგენაზე ფიქრობს.
მსხვილი წინადადების მიღების შემთხვევაში, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ შესაძლოა ფეხბურთელის გაყიდვაზე იფიქროს. ფერმინ ლოპესის სიტუაციას „არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედიც“ აკვირდებიან.
(წყარო: CaughtOffside)