კომო“ იანვარში ნიკო პასის…



🚨 „კომო“ იანვარში ნიკო პასის გასხვისებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის კლუბების მხრიდან ინტერესი სულ უფრო იმატებს.

„ჩელსი“ 22 წლის ფეხბურთელს აქტიურად აკვირდება. მისით ასევე „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალი“ არიან დაინტერესებულები.

მადრიდის „რეალს“ 2027 წლის ივლისისთვის 80 მლნ ევროს ოდენობის გამოსყიდვის უფლება აქვს, სხვა კლუბებისგან კი „კომომ“ შესაძლოა 100 მლნ ევროზე მეტი მოითხოვოს.

(წყარო: TEAMtalk)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!