ლივერპულმა იანვრის სატრანსფერო…
🚨 ლივერპულმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის წინ „მონაკოს“ ნახევარმცველის, ლამინ კამარას წარმომადგენლებთან კონტაქტი განაახლა.
„მერსისაიდელები“ 22 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ლიდერობენ მას შემდეგ, რაც ზაფხულში მისი „ჩელსიში“ გადასვლა ჩაიშალა.
მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება და იანვარში ტრანსფერი შესაძლებელია, თუმცა ყველა მხარეს კომპრომისზე წასვლა მოუწევს.
(წყარო: Mirror Football)