კილიან მბაპეს ირგვლივ ატეხილი…



🚨 კილიან მბაპეს ირგვლივ ატეხილი სკანდალის შემდეგ, ლა ლიგაში შიშობენ, რომ შესაძლოა თავიანთი ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ბაზარი — ჩინეთი დაკარგონ.

ესპანური ფეხბურთის მესვეურები სასწრაფო რეჟიმში მუშაობენ, რათა კლუბებმა ფინანსური ზარალი თავიდან აიცილონ.

🔸 ლა ლიგაში იმედოვნებენ, რომ მჭიდრო დიპლომატიური კავშირები და მოქმედი შეთანხმებები ჩინეთთან დაძაბულობის განმუხტვაში დაეხმარებათ.

🔸 ესპანეთში შესაძლო ბოიკოტის ეშინიათ — მსგავსად ენ-ბი-ეისა, რომელიც ჩინურ ბაზარს თითქმის ორნახევარი წლის განმავლობაში ჩამოაშორეს.

🔸 ჩრდილოეთ ამერიკასთან ერთად, ჩინეთი ლა ლიგისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ბაზრად ითვლება.

(წყარო: Diario AS)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!