ბრენდფორდის“ მფლობელმა მეთიუ…
🚨💰 „ბრენდფორდის“ მფლობელმა მეთიუ ბენჰემმა გაამხილა, თუ რამდენად ახლოს იყო კლუბი ებერეჩი ეზეს, ომარ მარმუშის, მიხაილო მუდრიკისა და მაიკლ ოლისეს გაფორმებასთან იმაზე ბევრად ნაკლებ ფასად, ვიდრე საბოლოოდ გადაიხადეს.
🗣️ ბენჰემი: „2019 წელს ებერეჩი ეზეს დამატება 4 მლნ ფუნტად შეგვეძლო. დაახლოებით სამი წლის წინ კი ომარ მარმუშის უფასოდ გაფორმებაც გვსურდა. ორივეს ჩამოყვანა ჯამში 4 მლნ ფუნტად იყო შესაძლებელი.
პრემიერ ლიგაში აღზევების ზაფხულს სკაუტინგმა ორი საოცარი ფეხბურთელი აღმოაჩინა... ერთი მუდრიკი გახლდათ — მისი ტრანსფერი ცოტა რთული ჩანდა, თუმცა 20 მლნ ევრომდე დაბალ ფასად ყიდვასთან ძალიან ახლოს ვიყავით. საბოლოოდ ის 80 მლნ ევროდ გასხვისდა.
რაც შეეხება მაიკლ ოლისეს, მისი სკაუტინგი უბრალოდ ფანტასტიკური იყო, თუმცა პრემიერ ლიგაში ახალი გადმოსულები ვიყავით და იმ დროისთვის აგენტების გიჟურ საკომისიოებს არ ვიყავით შეჩვეულები.
აგენტის საკომისიო იმდენად ასტრონომიულად მაღალი იყო, რომ გარიგებიდან გამოვედით. თუმცა გვესმოდა, რომ ტრანსფერისა და აგენტის თანხის ჯამი მაინც არც ისე ცუდი გამოდიოდა, მაგრამ მხოლოდ აგენტის მოთხოვნამ ყველაფერი ჩაშალა.
ასეთი შანსების ხელიდან გაშვება ფეხბურთში ყოველთვის ხდება“.
(წყარო: Football London)