გრანიტ ჯაკა და ბრილ ემბოლო…
🚨 გრანიტ ჯაკა და ბრილ ემბოლო შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს უბრუნდებიან! ფეხბურთელებს ეროვნულ გუნდში თამაშის უფლება მას შემდეგ დაურთეს, რაც კოვიდ-19-ის ყალბი ვაქცინაციის სერტიფიკატების აღება აღიარეს.
ორივე მოთამაშემ სკანდალის გამო ნაკრების ოთხი საერთაშორისო მატჩი გამოტოვა.
მათ პირობითი ჯარიმის სახით 150 000 შვეიცარიული ფრანკი დაეკისრათ, 2-წლიანი გამოსაცდელი ვადით.
ჯაკა კაპიტნის სამკლავურს შეინარჩუნებს, ორივე ფეხბურთელი კი ნაკრებს ნოემბერში, ერთა ლიგის შეხვედრებში დაეხმარება.
(წყარო: ESPN FC)