კილიან მბაპეს გარშემო ჩინეთში…



🚨 კილიან მბაპეს გარშემო ჩინეთში ატეხილი სკანდალი შესაძლოა ესპანურ ფეხბურთს სეზონში 100 მლნ ევრო დაუჯდეს.

ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ლა ლიგის ტრანსლაციები შეაჩერა, რამდენიმე კომპანიამ კი „რეალ მადრიდის“ ვარსკვლავთან სასპონსორო ხელშეკრულებები გააუქმა.

ჩინეთში ლა ლიგის სატელევიზიო უფლებები ყოველწლიურად დაახლოებით 50 მლნ ევროდ ფასდება. სასპონსორო და კომერციული პარტნიორობიდან მოსალოდნელი ზარალის გათვალისწინებით, ჯამური თანხა 100 მლნ ევროს აღწევს.

არსებობს შიში, რომ NBA-ს შემთხვევა განმეორდეს, როდესაც ლიგა ჩინური ტელეარხებიდან თითქმის ორნახევარი წლით გაქრა.

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ჩინეთის ელჩს შეხვდა. მხარეებმა დაძაბულობის განმუხტვისა და ლიგის კომერციული ინტერესების დაცვის საკითხები განიხილეს.

(წყარო: Foot Mercato)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!