მანჩესტერ იუნაიტედში იანვარში…
🚨 მანჩესტერ იუნაიტედში იანვარში ლიდს იუნაიტედის თავდამსხმელის, დომინიკ კალვერტ-ლუინის ტრანსფერს განიხილავენ.
კლუბის ხელმძღვანელობა 29 წლის ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობას აკვირდება. კალვერტ-ლუინმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის 8 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.
ლიდს იუნაიტედში ფორვარდის შენარჩუნებას აპირებენ და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურთ. მოქმედი ხელშეკრულება 2028 წლამდეა ძალაში.
(წყარო: The Athletic FC)