ჩელსიში“ „კომოს“ ცენტრალური…
🚨 „ჩელსიში“ „კომოს“ ცენტრალური მცველის, იაკობო რამონის ტრანსფერით კვლავ ინტერესდებიან. 21 წლის ფეხბურთელი ადრე ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით თამაშობდა.
ახალგაზრდა მცველი ლონდონელთა სიაში იანვრიდანაა — ჯერ კიდევ მანამ, სანამ ალონსო „სტემფორდ ბრიჯზე“ მუშაობას დაიწყებდა.
ფეხბურთელს „არსენალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ უკავშირებენ. მადრიდის „რეალი“ კი მოთამაშის მომავალი გაყიდვიდან 50%-ს მიიღებს და გამოსყიდვის უფლებასაც ინარჩუნებს.
(წყარო: Daily Mail)