ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან…
🚨 „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ მარჯვენა მცველის, პედრო პოროს ტრანსფერით დაინტერესდა.
კატალონიელებმა მისი მდგომარეობა გასულ ზაფხულსაც შეისწავლეს, თუმცა ოფიციალური წინადადება არ გაუგზავნიათ. ფეხბურთელის ახალი კონტრაქტი „ტოტენჰემთან“ ტრანსფერის პროცესს ართულებს.
დაცვაში არსებულმა ტრავმებმა შესაძლოა იანვარში გუნდის გაძლიერება გამოიწვიოს, თუმცა „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას საბოლოო გადაწყვეტილება ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღია.
(წყარო: Esport3)