მიკელ არტეტამ გუნდური ვახშმის…



🚨 მიკელ არტეტამ გუნდური ვახშმის დროს „არსენალის“ ფეხბურთელების ჩუმად გასაძარცვავად პროფესიონალი ჯიბის ქურდები დაიქირავა! 😳

ესპანელმა სპეციალისტმა ქურდების ჯგუფს დაავალა, მოთამაშეებს შეჰრეოდნენ და მათთვის ტელეფონები, საფულეები და სხვა პირადი ნივთები უჩუმრად მოეპარათ.

ვახშმის დასრულების შემდეგ, არტეტამ ფეხბურთელებს ჯიბეების შემოწმება სთხოვა — რამდენიმე მოთამაშე შოკში ჩავარდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ძვირფასი ნივთები დაკარგული ჰქონდა.

ეს ყველაფერი გუნდის შეკავშირების უჩვეულო ვარჯიშის ნაწილი იყო, რომლის მიზანიც ფეხბურთელებისთვის კონცენტრაციის, ყურადღების მობილიზებისა და სიფხიზლის შენარჩუნების მნიშვნელობის შეხსენება გახლდათ. 😂

(წყარო: The Athletic)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!