ბარსელონას“ ფეხბურთელებმა…



🚨 „ბარსელონას“ ფეხბურთელებმა გუნდის თამაშის ხარისხთან დაკავშირებით კრიზისული შეხვედრა გამართეს.

გუნდის რამდენიმე წევრმა ინტენსივობის ნაკლებობა, სუსტი პრესინგი და განმეორებადი ტექნიკური შეცდომები, მათ შორის არაზუსტი გადაცემები, ღიად გააკრიტიკა.

ფეხბურთელებმა ერთმანეთს მწარე სიმართლე პირში უთხრეს და იმ მიზეზების პოვნას შეეცადნენ, თუ რა მიდის არასწორად.

(წყარო: El Chiringuito)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!