არსენალი, ნიუკასლ იუნაიტედი და…



🚨 არსენალი, ნიუკასლ იუნაიტედი და ბაიერნი „კრუზეიროს“ ბრაზილიელ ამომავალ ვარსკვლავს, ედუარდო პაპეს აკვირდებიან.

ბრაზილიის 17-წლამდელთა ნაკრების ვარსკვლავის გამოსასყიდი თანხა 100 მლნ ევროს შეადგენს. „კრუზეირომ“ მას კონტრაქტი 2029 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივა.

კლუბი პაპეს ეკონომიკური უფლებების 70%-ს ფლობს და მას ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ახალგაზრდა ტალანტად მიიჩნევს.

(წყარო: ESPN)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!