მანჩესტერ იუნაიტედით“ ახლო…



🚨 „მანჩესტერ იუნაიტედით“ ახლო აღმოსავლეთში კვლავ დაინტერესდნენ — ბოლო 12 თვის განმავლობაში კლუბის ყიდვის სურვილი რამდენიმე მხარემ გამოთქვა.

ინვესტორებმა საუდის არაბეთიდან, ბაჰრეინიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან კლუბის შეძენის თაობაზე ინფორმაცია უკვე მოითხოვეს.

საუდის არაბეთიდან ინტერესი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა — კერძო ინვესტორები კონსორციუმის შექმნის შესაძლებლობას განიხილავენ.

საამიროებიდან წამოსული ინტერესი უფრო სერიოზული იყო, თუმცა მოლაპარაკებები ოფიციალურ წინადადებამდე არ მისულა.

როგორც ცნობილია, შეიხ ჯასიმი ამ პროცესებში ჩართული არ არის.

(წყარო: Ben Jacobs)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!