კრისტალ პალასი“ „ლეჩეს“…
🚨 „კრისტალ პალასი“ „ლეჩეს“ მცველის, ტიაგო გაბრიელის ტრანსფერზე პრემიერ ლიგის სხვა კლუბებს ასწრებს. იანვრის სატრანსფერო ფანჯრის წინ ლონდონელები ფავორიტებად მიიჩნევიან.
„ლეჩე“ 21 წლის ფეხბურთელის გასხვისებას დაახლოებით 25 მლნ ფუნტად აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მას კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს.
იტალიური კლუბები — „მილანი“, „რომა“ და „ფიორენტინა“ გარკვეულ უპირატესობას ფლობენ, თუმცა ფეხბურთელით „ფულემი“ და „ბორნმუთიც“ ინტერესდებიან.
(წყარო: Teamtalk)