ლიდს იუნაიტედი“ იანვარში…



🚨 „ლიდს იუნაიტედი“ იანვარში „მაკაბი თელ-ავივის“ ნახევარმცველის, ისუფ სისოკოს ტრანსფერს განიხილავს.

24 წლის ფეხბურთელს „ლიდსში“ გადასვლა ძალიან სურს. ინგლისური კლუბი მას გასული წლიდან აკვირდება და შესაძლოა, ტრანსფერი საკმაოდ ხელსაყრელ ფასად დახუროს.

სისოკოს მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდეა ძალაში, თუმცა „მაკაბი თელ-ავივს“ მისი კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების უფლება აქვს.

(წყარო: Football Insider)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!