ლივერპული“ მიუნხენის…
🚨 „ლივერპული“ მიუნხენის „ბაიერნის“ 60 მლნ ევროდ შეფასებული ამომავალი ვარსკვლავის, ლენარტ კარლის ტრანსფერზე მუშაობის დაწყებას განიხილავს.
„მერსისაიდელებმა“ გერმანელი ახალგაზრდა ტალანტის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს. ფეხბურთელით „არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ინტერესდებიან.
„ბაიერნში“ კარლის შენარჩუნება სურთ, რომელსაც კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს. ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.
(წყარო: Bayern Insider)