რეალ მადრიდი“ და „ბარსელონა“…
🚨 „რეალ მადრიდი“ და „ბარსელონა“ „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ მარჯვენა მცველით, პედრო პოროთი კვლავ ინტერესდებიან, თუმცა კლუბები განსხვავებულ სირთულეებს აწყდებიან.
„რეალს“ მარჯვენა ფლანგზე რამდენიმე ვარიანტი აქვს, ამიტომ ესპანელი ფეხბურთელი ამ ეტაპზე მათთვის სატრანსფერო პრიორიტეტი არ არის.
„ბარსელონაში“ პოროს თამაში მოსწონთ, თუმცა ფინანსური ფეირ-პლეის წესებმა, შესაძლოა, ზაფხულში ამ პოზიციაზე მსხვილი გარიგების დადება შეაფერხოს.
(წყარო: Cadena SER)