მანჩესტერ იუნაიტედმა“ იანვრის…
🚨 „მანჩესტერ იუნაიტედმა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის წინ აივან ტონი სერიოზულ სამიზნედ შეარჩია — ინგლისურმა კლუბმა „ალ-აჰლის“ თავდამსხმელის თაობაზე პირველადი გამოკითხვა უკვე ჩაატარა.
„იუნაიტედში“ პრიორიტეტს გამოცდილ ბომბარდირს ანიჭებენ, რომელმაც ტრავმირებული ბენიამინ შეშკო უნდა შეცვალოს. კლუბს ტრანსფერი იჯარით ან მინიმალურ ფასად სურს.
ტონი საუდის არაბეთში თავს კარგად გრძნობს, თუმცა პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტსაც განიხილავს. ინგლისელი ფორვარდით „ნიუკასლი“, „ტოტენჰემი“ და „ევერტონიც“ ინტერესდებიან.
„იუნაიტედმა“ დომინიკ კალვერტ-ლიუინის ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტა — ფეხბურთელი „ლიდსთან“ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების ფინალურ ეტაპზეა.
(წყარო: CaughtOffside)