ლივერპულში“ სულ უფრო იზრდება…
🚨 „ლივერპულში“ სულ უფრო იზრდება იმის ალბათობა, რომ 2027 წელს ვატარუ ენდო და ფედერიკო კიეზა გუნდს დატოვებენ. ამ სეზონში ამ წყვილმა მოედანზე ჯამში მხოლოდ ორი წუთი გაატარა.
ენდოს ჯერ არცერთ შეხვედრაში არ უთამაშია, მისი კონტრაქტი კი 2027 წლის ივნისში იწურება.
კიეზამ მხოლოდ ორი წუთი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელშეკრულება 2028 წლის ივნისამდეა ძალაში, მისი უფრო ადრე გასხვისება სულ უფრო რეალური ხდება.
არცერთი ფეხბურთელი „ლივერპულის“ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ მოხვედრილა.
(წყარო: Liverpool Echo)