ბორნმუთის“ ხელმძღვანელობა…



🚨 „ბორნმუთის“ ხელმძღვანელობა მარკუს ტავერნიეს შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად აპირებს — კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მხრიდან წამოსულ შეტევებს გაუმკლავდება და 27 წლის ფეხბურთელის გასხვისებას არ გეგმავს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ უნივერსალურ ნახევარმცველს აქტიურად აკვირდება. ტავერნიემ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში 5 გოლის გატანა უკვე მოასწრო.

მიუხედავად სხვა კლუბების მხრიდან მზარდი ინტერესისა, „ბორნმუთში“ ფეხბურთელს მარკო როზეს გეგმების საკვანძო ნაწილად მიიჩნევენ და ნებისმიერ შეთავაზებას დაბლოკავენ.

(წყარო: Football Insider)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!