დევიდ ორნშტეინმა განმარტა, თუ…
🚨 დევიდ ორნშტეინმა განმარტა, თუ რატომ მიიღეს მანჩესტერ იუნაიტედში მაიკლ კერიკის მთავარ მწვრთნელად დატოვების გადაწყვეტილება:
🗣️ „კლუბში კერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელების რეაქციას დააკვირდნენ. „ბორნმუთთან“ მატჩის შემდეგ, როდესაც გულშემატკივრებმა გუნდს სტვენით გააცილეს, მოთამაშეებმა არსებული სიტუაცია გააცნობიერეს.
ისინი განწყობილნი იყვნენ, რომ ვითარება გამოსწორებულიყო. მიხვდნენ, რომ კიდევ ერთი მწვრთნელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება გამოსავალი არ იყო და პრობლემა თავად უნდა მოეგვარებინათ.
ფეხბურთელები მწვრთნელის ზურგს უკან ვერ დაიმალებოდნენ. ამიტომ კლუბმა კერიკთან თანამშრომლობის გაგრძელება და მისთვის შანსის მიცემა გადაწყვიტა.
კერიკის ზურგს უკან სხვა მწვრთნელებთან პირდაპირი მოლაპარაკებები არ უწარმოებიათ. კლუბში კვლავ სჯერათ, რომ მას მომდევნო კვირაში სიტუაციის გამოსწორება შეუძლია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რთულად გამოიყურება ვითარება ამ ეტაპზე.“
(წყარო: NBC Sports)